aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რატომ მოინდომეს სააკაშვილის დაკავება ახლა”: უკრაინელი ექსპერტი კიევის მოვლენებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი, ექსპერტი ვლადიმირ ფესენკო კიევში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უშუალოდ შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქმედებებს. მისი თქმით, გამოუვალი და უცნაური მდგომარეობა შეიქმნა სააკაშვილსა და უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებს შორის.

“ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებისთვის უპრიანი იქნებოდა გაწელოს დრო, მაგრამ ჩემთვის პირადად მაინც გაუგებარია, რატომ მოინდომეს სააკაშვილის დაკავება ახლა?” – განაცხადა ფესენკომ. მისი თქმით, ძალოვნებს არ შესწევთ ძალა დააკავონ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რაც, მისი თქმით, აშკარა სარკაზმს იწვევს სამართალდამცველების მიმართ.

“სააკაშვილი თავად კარგად ხვდება, რომ ახალი წელი მოდის, და პოლიტიკური ტემპერატურა დაბლა იწევს. უცნაურია, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ხელისუფლება სააკაშვილს ეხმარება, რომ ბიძგი მისცეს მის აქტიურობას იმით, რასაც ბოლო დროს აკეთებს…” – აცხადებს ფესენკო და ამატებს, რომ საზოგადოებაში ჩნდება ხელისუფლებაში არსებული სისუსტის განცდა, რაც მთლად კარგი ვერ უნდა იყოს პოროშენკოს ხელისუფლებისთვის.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

 

იტვირთბა....