ახალი ამბები მთავარი სამართალი

თორნიკე მამალაძე: საზოგადოებას  ისევ არ ეცოდინება სიმართლე

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

 

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, ”მეტრონომს” განუცხადა, რომ მასაც არ სჯერა ქართული მართლმსაჯულების.

მამალაძე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოშიც იგივე მეორდება, რაც საქალაქო სასამართლოში იყო. მოსამართლემ სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობის მსჯელობისას პროცესი დახურა. დეკანოზის ძმა ”მეტრონომთან” ამბობს, რომ ისევ არ ეცოდინება საზოგადოებას სიმართლე:

”მამაომ სასამართლოზე თქვა, რომ მასზე, თავის ოჯახსა და ადვოკატებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მამაომ თქვა, რომ არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად  სხდომა დატოვა.

მამაო წინასწარ გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა სააპელაციოში და როგორც ვხედავთ, მისი მოლოდინი გამართლდა. მოსამართლემ სხდომა დახურა და საზოგადოებას  ისევ არ ეცოდინება სიმართლე.

ამ დახურვით გამოჩნდა, რომ ეს პროცესი  საქალაქო სასამართლოს გაგრძელებაა, ბუგიანიშვილის არაკანონიერი ქმედებიდან გამომდინარე. მე პირადად, ამ გადაწყვეტილებით,  ეჭვი გამიჩნდა და სასამართლოს არ ვენდობი, რადგან  მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაუსაბუთებლად დახურა” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ ”მეტრონომთან”.

დღეს ე.წ. ციანიდის საქმის პროცესი განახლდა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....