მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ გაახარა ქართველი გულშემატკივარი. მან მორიგი ტიტული მოიპოვა კალიფორნიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე… მედლები ჯერჯერობით ატაცში გათამაშდა.
ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 210 კგ დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ ხუთი კილო მოუმატა და 215 კგ ასწია. მესამე მისვლაზე ტალახაძემ 220 კგ აიტაცა და თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217 კგ) გააუმჯობესა.