ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კიევში აქციის მონაწილეები ბარიკადებს აგებენ

კიევში რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები და პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებიან. იგეგმება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციაც. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სპეციალური ბარიერების აგებას დილიდან ცდილობენ. ადგილზე მიტანილია საბურავები. მათი თქმით, ბარიკადების აგების მიზეზი სამართალდამცველების მოსალოდნელი თავდასხმებია, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დაახლოებით ორი საათის წინ კი, სპეცრაზმის თანამშრომლებმა კარვების ქალაქში შესვლა და აქციის მონაწილეების დაშლა სცადეს.

 

იტვირთბა....