ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თავს დაესხნენ მძინარე აქტივისტებს და სცემეს”: სააკაშვილს 24-საათიანი ვადა დღეს ეწურება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ, კიევის ცენტრში, რადას შენობასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რითაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმა სცადა. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზემელებს შორის დაპირისპირებდა მოხდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საბურავებისგან ბარიკადების აგება დაიწყეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამასობაში, უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.

მოგვიანებით, სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქზე წერს, რომ სამართალდამცავები მის კარვიდან გაყვანას აპირებდნენ, თუმცა კარავი შეეშალათ და თავს გვერდით გაშლილ კარავს დაესხნენ.
“ისინი თავს დაესხნენ მძინარე აქტივისტებს და ხალხი სასტიკად სცემეს”,- წერს სააკაშვილი.
თავის მხრივ, მედია წერს, რომ სააკაშვილის მომხრეებს შორის არიან დაშავებულები. მათივე ინფორმაციით, შტურმი უკრაინის დროით დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

იტვირთბა....