aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ არ გვინდა აქ სააკაშვილი, ხომ შევთანხმდით”: პოროშენკოს კვირიკაშვილის სახელით დაურეკეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიევში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რუსი პრანკერები ამტკიცებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით პეტრო პოროშენკოს დაურეკეს და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ესაუბრნენ.პრანკერმა ფსევდონიმით “ლექსუსი” შესაბამისი აუდიო ჩანაწერი ინტერნეტით გაავრცელა.
პირი, რომელიც პეტრო პოროშენკოს გიორგი კვირიკაშვილის სახელით ესაუბრება ინტერესდება როგორ ვითარდება მოვლენები კიევში და რა ბრალდებით იქნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებული. პეტრო პოროშენკო კი მას ბრალდებას აცნობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული ამაზრზენია.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით რუსი პრანკერი უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ სააკაშვილი საქართველოში „არ უნდათ“ და ამბობს, რომ ამაზე მოლაპარაკება არსებობს. ჩანაწერის აუთენტურობა დადასტურებული არ არის.

ვიდეო

pirveliradio.ge

იტვირთბა....