ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიევში აშშ-ს საელჩო სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა

უკრაინაში აშშ-ის საელჩო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

“ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი დააკავეს და კიევის ცენტრში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. მხარეებს ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოვუწოდებთ”,- წერს დიპლომატიური უწყება.

“ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ველით, რომ გამოძიება ოპერატიულად და უკრაინის კანონმდებლობის დაცვის შესაბამისად ჩატარდება”, – აღნიშნავს საელჩო.

დღესვე, უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან შექმნილ ვითარებას და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ, სააკაშვილის უფლებები არ დაარღვიონ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.

იტვირთბა....