ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

I იანვრიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა იკრძალება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა იკრძალება.

რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, მათთვის ცალკე შეზღუდვა არ იარსებებს და სტანდარტულ ტექდათვალიერებას გაივლიან.

როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა, 4-წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ, 4-დან 8 წლამდე მანქანები კი შემოწმებას მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ გაივლიან, რვა და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან.

“მარჯვენასაჭიან ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ მაშუქები, ანუ ფარები მოიყვანონ წესრიგში, რათა არ შეუშალონ ხელი შემხვედრ ავტომობილს. როდესაც ავტომობილი გადის პერიოდულ ინპექტირებას, შესაბამისად მოწმდება მანქანის ფარები, მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დახრა მიმართულია მარცხნივ. შესაბამისად, მოძრაობის დროს საფრთხეს უქმნის შემხვედრ ავტომობილს. ასეთ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მქონე მძღოლებს მოუწევთ ან ფარების გამოცვლა, ან რეგულირება. ასევე არის სპეციალური სტიკერები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ჩაიკეტოს მარცხენა მხარე და მოძრაობა გახდეს უფრო უსაფრთხო შემხვედრი ავტომობილისთვის”,- განუცხადა „პირველ არხს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ.

იტვირთბა....