ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის ნაციონალური გვარდია ავაკოვის ბრძანების შესრულებაზე უარს აცხადებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ნაციონალური გვარდია  შს მინისტრის არსენ ავაკოვის ბრძანების შესრულებაზე უარს აცხადებს.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  ეროვნულმა გვარდიამ, საბრძოლო მასალა ჩააბარა. ასევე ცნობილი ხდება, რომ აქტივისტები კიევის ცენტრში ბარიკადების აშენებას იწყებენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.

იტვირთბა....