კიევის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ სამართალდამცველ სტრუქტურებში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად“, – აცხადებს წყარო სააგენტოსთან.
დღეს დაკავებული სააკაშვილი უკრაინელმა მხარდამჭერებმა იმ მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ამჟამად უკრაინის პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, სადაც სააკაშვლი და მისი მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.