აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“არ არის გამორიცხული სააკაშვილის ლიკვიდაცია” – “ბაუმანის სცენარი”

არ არის გამორიცხული კიევში მოხდეს ე.წ. “ბაუმანის” სტილის სცენარი და სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების მცდელობა, – ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას:

“ნიკოლაი ბაუმანი იყო ცნობილი რუსი ბოლშევიკი, რომელიც 1905 წელს ციხეში აღმოჩნდა და ის გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ბოლშევიკებმა ეს ფაქტი გამოიყენეს და დაიწყო ე.წ. პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია.

ბაუმანის ვარიანტი ითვალისწინებს ადამიანის მსხვერპლშეწირვას და ამით სიტუაციის არევას. კიევში მიმდინარე მოვლენები ამგვარი ვარაუდის დაშვების საშუალებას იძლევა. არ არის გამორიცხული სააკაშვილის ლიკვიდაცია. მთავარი იდეა ამ შემთხვევაში პოროშენკოს მთავრობის შეცვლა იქნება, რუსეთის მიერ. “-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

დავით საყვარელიძე: სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომლის დაჭერა უკრაინაში შეუძლებელია

იტვირთბა....