https://www.youtube.com/watch?v=yA30K3z5PSw
მიკროავტობუსი, რომლითაც დაკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ ალყაშია მოქცეული. ავტომანქანას გადაადგილების საშუალებას ადგილზე შეკრებილი სააკაშვილის მხადამჭერები არ აძლევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სააკაშვილის რამდენიმე მომხრე დააკავა. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.
უკრაინის სპეცრაზმმა, მიხიელ სააკაშვილის ბინის კარი შეამტვრია. ტელეკომპანია „NEWS ONE“-თან სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბინის კარი სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეამტვრიეს. სააკაშვილი კი შენობის სახურავზე ავიდა და იქიდან მიმართავდა მხარდამჭერებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ფაქტი – ამის შესახებ იფორმაციას უკრაინული ტელეარხი TV24 ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დილიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები. სპეცრაზმმა პოლიტიკოსის დაკავება მოახერხა და ამ წუთებში მიკროავტობუსშია მოთავსებული, რომელიც ამ დრომდე ბლოკირებულია სააკაშვილის მხადამჭერების მიერ.