ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი შენობის სახურავზეა: ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

მიხიელ სააკაშვილის ბინის კარი შეამტვრიეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.

ტელეკომპანია „NEWS ONE“-თან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბინის კარი სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეამტვრიეს.

ამ წუთებში სააკაშვილის სახლთან მისი მხარდამჭერები და აქტივისტები, თანაგუნდელები და ადვოკატები არიან შეკრებილი.

უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ფაქტი – ამის შესახებ იფორმაციას უკრაინული ტელეარხი TV24 ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დილიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები.

უკრაინული მედიის ცნობით სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფება.

იტვირთბა....