ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუში, შუახნის კაცს ტრაქტორი დაუგორდა, შედეგად ის ამოტრიალდა და ადამიანი მის ქვეშ მოყვა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი 53 წლის იყო.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ. მომხდარზე ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.