ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“როგორ გადმოვიდნენ საღვარზე ტერორისტები და როგორ მოიპოვეს იარაღი”: სუს-ის შეფთან შეხვედრის შემდეგ

სუს-ის შეფმა ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს. “გამოძიება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რათა დადასტურდეს, რომ იარაღები ნამდვილად ამ სამალავებიდანაა ამოღებული”. – განაცხადა გომელაურმა.
“როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი“, – აღნიშნავს გომელაური.

მან იმაზეც ისაუბრა თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები საქართველოში. მისი თქმით, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს.
“ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი მიმართულებით. გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები FBI-დან. ამ მიმართულებებს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. გამოძიებით გამოიკვეთება, საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა, ამას ვერ ვიტყვი”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, 4 სპეცრაზმელი დაიჭრა და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ახმეტ ჩატაევია, რომელიც ჯერ კიდევ ლაფანყურის ოპერაციასთან იყო კავშირში და 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაატავისუფლეს.

იტვირთბა....