ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი შესაძლოა საგამოძიებო უწყებას ჩაბარდეს

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, შესაძლოა საგამოძიებო უწყებას ჩაბარდეს, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა:

“2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გ.ჯ-ს ოჯახი აპირებს, რომ უახლოეს წუთებში უზრუნველყოს ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. მე მათ, როგორც ადვოკატმა, გავუწიე შესაბამისი კონსულტაცია. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბრალდებულის ოჯახის მხრიდან”, – აცხადებს ადვოკატი.

ბრალდებულ არასრულწლოვანს მესამე დღეა ეძებენ.

მეორე არასრულწლოვან ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდა

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა

 

იტვირთბა....