ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია: გომელაურს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის ნდობის ჯგუფი დღეს სუს-ის უფროსს მოუსმენს. პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე მიწვეულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

 

იტვირთბა....