aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ მომკლავ!” – ახალგაზრდული მდუმარე აქცია ხვალ 51-ე სკოლასთან გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაანონსდა. მისი ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან.

“4 დეკემბერს 20:00 საათზე 51-ე საჯარო სკოლასთან ახალგაზრდები ამ შემზარავ და ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ვიკრიბებით და ვაწყობთ მდუმარე აქციას, ვინაიდან ის რაც დღეს ჩვენს მეგობრებს შეემთხვა, ის რაც ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში ხდება, არის უდიდესი ტკივილის და შიშის შეგრძნება. ჩვენ, ახალგაზრდებს გვაწუხებს ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გვისმენდეს საზოგადოება. არ გვინდა გვეშინოდეს სკოლაში წასვლის, ქუჩაში გავლით! ჩვენ გვინდა სიცოცხლე და გვინდა განვითარება!”, – წერენ აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს დღეს გაიმართება.

იტვირთბა....