ახალი ამბები მთავარი სამართალი

16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.

გამოძიება კვლავ ეძებს მეორე დამნაშავეს, რომლის დაკავებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

თბილისის მთავარ სასამართლოში გარჩევაში მონაწილე მოსწავლეებს მთელი ღამის განმავლობაში ჰკითხავდნენ. როგორც ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი აცხადებს, დანაშაული უმძიმესია, თუმცა საქმესთან დაკავშირებით ბევრი დეტალია დასადგენი.

ადვოკატმა ანა შეშელაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა.

„დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა. დავუკავშირდი გამომძიებელს, რომელმაც მითხრა, რომ უკვე სხვა, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი ჩაერთო საქმეში და მასთან ერთად წავუყენეთ ბრალიო“,- განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს დღეს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარეს წარმოადგენს პროკურორი ინა გუგუშვილი, რომელსაც ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში მკვლელობის მოწმეების დაკითხვა განახლდება.

იტვირთბა....