ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წყალტუბოში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას ითხოვს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. გარდაცვლილი აზალგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი ხშირი იყო.

გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ. ბრალდებული და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ. მოკლული სკოლის მოსწავლე დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ.

მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები არიან.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე წყალტუბოში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

იტვირთბა....