თბილისის 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეთა ჯგუფი დღეს, სკოლასთან შეიკრიბება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თამარ გურჩიანის თქმით, მოქალაქეები სკოლასთან მიიტანენ ყვავილებს და აანთებენ სანთლებს, რითაც გამოხატავენ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას, რომ საქმესთან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.
დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში მკვლელობის მოწმეების დაკითხვა განახლდება.