aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

უბედური შემთხვევა წყალტუბოში: 17 წლის ბიჭს დანით გულის არეში ჭრილობა მიაყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე წყალტუბოში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

პოლიცამ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ცხელ კვალზე დაკავებულია ეჭვმიტანილი – 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს ახალგაზრდას. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

იტვირთბა....