გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ორგანიზაციამ თავის თავის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწია – შიდსის ეპიდემიის შეწყვეტა 2030 წლამდე.
“აივ ინფექციით დაავადებულ 21 მილიონამდე ადამიანს დღეს მკურნალობაზე წვდომა აქვს და 2020 წლამდე ეს რიცხვი 30 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. აივ ინფექციითა და შიდსით დაავადებულთა ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. არსებობს დიდი იმედი, რომ მსოფლიო დანაპირებს შეასრულებს, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია”, – განაცხადა გუტერეშმა.
მიუხედავად წარმატებისა, გაერო უკმაყოფილოა იმით, რომ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა ართანაბრად მიდის. ზოგიერთ რეგიონში ახალი დაავადებები იჩენს თავს. აივ ინფექცია განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკელ ქალებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.