aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

16 წლის მოზარდს განზრახ მკვლელობის ბრალს დღეს წაუყენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

16 წლის მოზარდი, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, შემთხევევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

მას, სავარაუდოდ ბრალს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათში წარუდგენენ.

საუბარია იმ არასრულწლოვნის მკვლელობაზე, რომელიც გუშინ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა დაკავებულთან ადვოკატები.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....