ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლია გიგაური: ასეთი ტრაგედიების პრევენციისთვის რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს

გუშინ, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლეების საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში ტრაგედიების პრევენციისთვის, სწორედ საგანმანათლებლო პროცესის გაძლიერებაა მნიშვნელოვანი.

„ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ა.შ. არამხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში. შესაბამისად ჩვენ, დავგეგმეთ უკვე გაძლიერებული პროგრამები და აქტივობები. რა თქმა უნდა, შსს-თან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე გვინდა, რომ ამ პროცესში საზოგადოებაც მაქსიმალურად იყოს ჩართული“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენეთ, რომ შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....