ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიორგი გახარიამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა:

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, სტატუს-კვო შეცვალა. ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ახალი სტატუს-კვო. იმ ნაწილში, რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს მიერ არის მიღებული და ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო სისტემა რეპრესიული არ უნდა იყოს და ვერ იქნება. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცოტა სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც და მოლოდინიც არის შესაბამისი. მძიმე ნარკოტიკი არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ამ გამოწვევას”, – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....