ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ

პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განცხადა.

“ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია და გომელაური სპეცოპერაციის ადგილას მივიდნენ

იტვირთბა....