ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს იყო გარღვევა”: ვის შეხვდა და რაზე ისაუბრა საპატრიარქოს დელეგაციამ აშშ-ში

საპატრიარქოს დელეგაცია აშშ-დან დაბრუნდა. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ეს იყო დიდი გარღვევა, რადგან, მისი თქმით, მათ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ ჩვენზე და ეს წარმოდგენა, გარკვეულწილად შეიცვალა.

მეუფე იაკობის თქმით, შეხვედრები შედგა მაღალი თანამდებობის პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი უსაფრთხოების თემა იყო.

“ჩვენზე წარმოდგენა ჰქონდათ მხოლოდ ის, რაც იგზავნებოდა აქედან. როცა გაგვიცნეს, დაინახეს, რომ აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ეს დიდი გარღვევა იყო. დადებითად შევაფასებდი ამ ვიზიტს და ალბათ, სულ ცოტა ხანში ჩვენს სახელმწიფოზეც აისახება. შეხვედრები გაიმართა საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

“საფრთხეს ვინ გვიქმნის ჩვენ?” – ასეთი განცხადება გააკეთა მეუფე იაკობმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე კომენტარისას.

https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/1979991305351062/

 

იტვირთბა....