მესტიაში დაკავებულია ორი ძმა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, რომ ამავე რაიონის სოფელ ლენჯერში მამაკაცის სცემეს. დაზარალებული საავადმყოფში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ძმები უკვე დააკავეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივებისგან ირკვევა, ნაცემი მამაკაცი გზაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.