“ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრი და დეპუტატი გიგა ბუკია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ საქართველო ნარკოტიკების მოხმარების ჰაბად აქცია. დეპუტატის განცხადებით, ქართველებს ყველაფერში პირველობა გვიყვარს და დღეიდან საქართველო პლანაქეშებისთვი სამოთხედ იქცევა.
“მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებებით რეალურად საქართველო აქცია ჰაბი ნარკოტიკების მოხმარებისა. და მსოფლიოში, ჩვენ ქართველებს გვიყვარს პირველობით სიამაყი, დღეიდან პალანაქეშებს თამამად შეუძლიათ საქართველო პალანაქეშთა სამოთხედ აღიარონ. ვინაიდან მსოფლიოში არ არსებოსბ ქვეყანა, სადაც ის რაოდენობით მარიხუანა, რაც საკონსტიტუციომ დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა, მასთან მიახლოებული სადმე იყოს.
საქართველოში ის პასუხისმგებლობა, თუ რა რაოდენობით გაიზრდება მარიხუანის მოხმარება საქართველოში და რა რაოდენობით გაიზრდება ავტოსაგზაო შემთხვევები მარიხუანის თრობის შედეგად, ეს არის იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო”,-ამბობს ბუკია ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.