დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ შანტაჟის შემცველი წერილი მიიღო, რომელსაც ადვოკატი სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.
“ეს დედამოხნული რას მწერს ნახეთ! ეს ვითომ “ქრისტიანი”. ისე ამ საცოდავს მინდა ვუთხრა, არც ისეთი სულელი ვარ, ვერ მივხვდე “ვინ” ხარ, რატო მწერ და რა საცოდავი ხარ, ალბათ შენსავით უტვინო ბატი გგონივარ “,- წერს ფანცულაია სოციალურ ქსელში და წერილს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საუკუნის პროცესად მონათლული, ე.წ. ციანიდის საქმეზე, გიორგი ფანცულაია სასამართლო პროცესზე იცავდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც მკვლელობის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 9 წელი მიუსაჯეს.