aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ სააკაშვილს ძალით ჩამოიყვანენ, “ოცნება” მოისწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მას შემდეგ რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, სააკაშვილის თანაგუნდელებმა კომენტარები გააკეთეს. “ნაცმოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ მოახდენენ ძალისმიერი მეთოდებით სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას, ამით „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მოისწრაფებენ პოლიტიკურ სიცოცხლეს.

„რამდენიმე დღის წინ იყო პრემიერ-მინისტრი ჩამოსული და შეხვედრა გამართა გიორგი კვირიკაშვილთან. ბუნებრივია, ეს გეგმა მუშავდება ოლიგარქებს შორის, მაგრამ რამდენად განახორციელებენ, სხვა საკითხია. ბუნებრივია, თუ ამაზე წავლენ და მოახდენენ ძალისმიერი მეთოდებით სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას, პირდაპირ გეტყვით, ამით „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი მოისწრაფებენ პოლიტიკურ სიცოცხლეს. ხელისუფლება იმაზე ბევრად ადრე შეიცვლება, ვიდრე მავანს ჰგონია.“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგხსენებთ, სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. მისი თქმით, შესაბამისი დავალება პოროშენკომ გენერალურ პროკურატურას და უკრაინის უშიშროების სამსახურს მისცა, ახლა კი მათ ეს ბრძანება 2-3 დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ.

იტვირთბა....