თურქეთის სასამართლომ 2016 წლის 15 ივლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 28 სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას. მოძრაობა “ჰიზმეტის” ლიდერი ბრალდებას უარყოფს.