უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლემანტო ასამბლეის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს გაერთაიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ.
ანდრეი პარუბიმ განცხადება კიევში, ასამბლეის 50-ე სესიაზე გააკეთა. ასამბლეაზე რუსეთი მიწვეული არ არის.
“როდესაც, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, შეყავს საოკუპაციო ჯარები საქარათველოს, მოლდოვის და უკრაინის ტერიტორიაზე, ეს ანგრევს ფუნდამეტს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ანგრევს ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის ფილოსოფიას. ჩვენ ყველამ ერთად აგრესორი ქვეყნის მოქმედებას ადექვატური პასუხი უნდა გავცეთ“, განაცხადა პარუდიმ და დასძინა,რომ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს და ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ მისი. პარუბი, აცხადებს რომ შემაკავებელი ფაქტორები იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ვიდრე ოკუპირებული ყირიმი ე.წ დონაცკის და ლუგაკსკის რესპუბლიკები უკრაინის შემდგენლობაში არ დაბრუნდებიან.” – განაცხადა რადას სპიკერმა.