მიხეილი სააკაშვილის პარტია – „ახალი ძალების მოძრაობა“ პრეზიდენტ პოროშენმკოსთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ოლგა გალაბალამ ამის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით ხელმოწერების შეგროვება 3 დეკემბერს დაგეგმილი, სახალხო იმპიჩმენტის მარშის შემდეგ დაიწყება. გალაბალა აცხადებს, რომ მარშისთვის ქვეყნის 150 ქალაქში ჩამოყალიბებული შტაბი უკვე დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, რომ პოროშენკო მის დაპატიმრებას აპირებს. პოროშენკო სააკაშვილის დაპატიმრებას სახალმწიფო გადატრიალების ბრალდებით გეგმავს.