ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უმრავლესობა სამთავრობო ცვლილებებით უკმაყოფილოა

საპარლამენტო უმრავლესობას სტრუქუტურული ცვლილების სამთავრობო პროექტი არ მოსწონს.

პარლამენტში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მთავრობამ კანონმდებლებისგან უარი მიიღო.

მანამდე სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხოდმაზეც იმსჯელეს, სადაც ხმაურის მიზეზი, რეფორმის ფინანსური ნაწილი გახდა.

დეპუტატების პროტესტი მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობს, რომ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, პასუხი მთავრობას მხოლოდ სამი თვის შემდეგ ექნება, მაშინ, როცა რეორგანიზებული მთავრობა მუშაობას დაიწყებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო შეიძლება აღარ გაუქმდეს.

შეგახსნებთ, რომ სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტროს კი უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი.

იტვირთბა....