ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპის საინვესტიციო ბანკი კრედო ბანკს 5 მილიონი დოლარით დააფინასებს

დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და კრედო ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ცერემონიის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა.

„დღეს, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საინვესტიციო ბანკი კრედო ბანკს 5 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. თანხა, ძირითადად, მოხმარდება კრედიტების გაცემას ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის. ზოგადად, მიკროსესხების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. სუვერენული სესხების ნაწილში გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ჩვენი აქტიური დონორია, გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 8 მილიარდი ევროს გამოყოფს. ამის შესახებ “აბრეშუმის გზის” ფორუმზე ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა.

იტვირთბა....