aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სასწრაფოდ გადადეთ კენჭისყრა”: სახალხო დამცველობის კანდიდატი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველის შერჩევა-არჩევის პროცესში საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი გამოდის მმართველ პარტიაში. კანდიდატებს შორის არის ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც საფრანგეთში მუშაობს და მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი მედია-ორგანიზაციის “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” აქტიური წევრია.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ფოფხაძემ განცხადება გაავრცელა:

“სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილა თურმე, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას დღესვე ეყრება კენჭი.. ისე რომ, თურმე, ნუ იტყვით და ქალბატონი ლომჯარიას გარდა ჩემს კანდიდატურას პარლამეტი არ მოუსმენს… რა ხდება ბატონებო და ქალბატონებო, რატომ ასეთი სიჩქარე და სისწრაფე?… ანუ გნებავთ რომ, იმ ხალხის წინააღმდეგ წახვიდეთ ვინც თქვენ მოგცათ ხმა და თქვენ აგირჩიათ? ასე აოგნებთ და ანცვიფრებთ მსოფლიოს ქართული დემოკრატიით? ხალხის ხმა თქვენთვის აღარ არის საინტერესო?
ამიტომ მოგიწოდებთ სასწრაფოდ გადადოთ კენჭისყრა და კეთილი ინებოთ და ჩანიშნოთ ჩემი მოსმენა, მე ამას ვითხოვ ოფიციალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ძალიან მწარე რეაქციას, სწორედაც რომ ხალხის რეაქციას. სხვა შემთხვეაში, თქვენს მიერ დანიშნული კანდიდატი არ იქნება საქართველოს მოქალაქეების ნების გამომხატველი.
ძვირფასო საპარლამენტო უმრავლესობავ, მოგიწოდებთ გადადოთ კენჭიყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას და მოვუწოდებ ყველა პატრიოტულ ძალებს დავიწყოთ ბრძოლა სიმართლისათვის, დავიწყოთ შეურიგებელი ბრძოლა იმისათვის, რომ ხალხის ხმა იყოს შესმენილი ხელისუფლებისაგან,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ დანიშნული კანდიდატი ვერასოდეს ვერ შეასრულებს ფუნქციებს, რადგან ის არ იქნება “სახალხო დამცველი” ის იქნება ხელისუფლების ნების გამხმოვანებელი” – აცხადებს ფოფხაძე.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა გასდის, და ხელისუფლება ცდილობს კანდიდატის შერჩევას.

 

 

იტვირთბა....