aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰააგის სასამართლოზე ბრალდებულმა “საწამლავი დალია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰააგის სასამართლოს პროცესი დრამატულად წარიმართა,  როცა ბოსნიის ომის დანაშაულში ბრალდებულმა, როგორც თავად განაცხადა, ვერდიქტის მოსმენისას საწამლავი დალია, -ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსამართლემ პროცესის შეწყვეტა და ჭიქაში არსებული სითხის შემადგენლობის გამოძიება მოითხოვა. პროცესი დაიხურა.

ბრალდებული, ბოსნიელი ხორვატი სლობოდან პრალჟაკი ერთ-ერთია იმ ექვს ბოსნიელ ხორვატ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის, რომელსაც ჰააგის სასამართლო უმძიმეს დანაშაულებებში სდებს ბრალს.

პრალჟაკი აღმოსავლეთ მოსტარში სამხედრო დანაშულობათა ჩადენის ბრალდებით 2013 წელს გასამართლდა და 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

იტვირთბა....