კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელს სამსახურეობრივი კუთვნილების გაუმჟღავნებლად ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში დასაქმების საშუალება მიეცემა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.
ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის დაკანონებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ივანიშვილის ინიციატივაა, რომელიც სპეცსამსახურების საშუალებით ხალხის გაკონტროლებას ცდილობს.
„გასაოცარია ის მდგომარეობა, რომ მთელი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერები შუა თბილისში შემოვიდნენ და ამ დროს ჩვენი სპეცსამსახურები მთვარეზე იმყოფებოდნენ და ახლა მოინდომეს დასაქმება კიდევ სამინისტროებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
გაკოტრებული ოლიგარქი, რომელსაც აღარ დარჩა არც პოლიტიკური სანდოობა, აღარც ზნეობა, აღარც უნარი მართოს ქვეყანა, ამყარებს თავის იმედებს სპეცსამსახურებზე და ძალოვნებზე,“ – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.