ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ უძველეს ქვევრზეა ინფორმაცია.

ამ ცნობის მიხედვით, ღვინის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ღვინის შემადგენლობა შესაძლოა 8 000 წლისაც იყოს. იმ ფაქტს კი, რომ ღვინო ახლო აღმოსავლეთშია დამზადებული, სასმელში აღმოჩენილი ღვინის მჟავა ადასტურებს.

საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ.
არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია.

იტვირთბა....