შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა, ადვოკატების აცილება მოითხოვა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მერაბიშვილის ადვოკატმა, ბექა ბასიალაიამ განუცხადა.
„ბრალდებულმა აცილება მოგვცა იმის გამო, რომ სტრასბურგმა მისი პოლიტიკური ნიშნით პარტიმრობა დაადასტურა. შესაბამისად, ქართული მართლმსაჯულება უკანონობაშია ჩაფლული, საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილმა ქართულ სასამართლოს სრული უნდობლობა გამოუცხადა და მისი მოწვევით ადვოკატები სასამართლოში არ ვიქნებით“, – განაცხადა ბასიალიამ.
როგორც ცნობილია, მერაბიშვილის ინტერესებს მომდევნო პროცესებიდან იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი დაიცავს.