ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ხდება თბილისში: გვიან ღამით თითქმის ყველა ძეგლს პირბადეები გაუკეთეს

თბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს. რა სახის აქცია მზადდება და ვინ არიან  ორგანიზატორები, ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერია, ისევე როგორც ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროები აცხადებენ, რომ მათთვისაც უცნობია აქციის მიზანი და საქმის კურსში არ არიან. პირბადეები ძეგლებს წუხელ გვიან ღამით გაუკეთდა.

პირბადე უკეთია ილიას და აკაკის ძეგლებს, ექვთიმე თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველას და თითქმის ყველა ძეგლს თბილისში.

იტვირთბა....