პარლამენტში სამმა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მწვავე დისკუსია სამინისტროების გაერთიანების პროექტს მოჰყვა.
ოპოზიცია ახალ სამთავრობო “კარუსელს“ აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი; კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს კომპონენტი; რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, უწყება უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს; საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მას უხელმძღვანელებს მიხეილ ჯანელიძე.