ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო არ აშენდება, ეს არის რეკრეაციული ზონა”

თბილისის მერმა კახა კალაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ვაჩეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადება გააკეთა.

“ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო ვერ და არ გაკეთდება. ეს არის რეკრეაციული ზონა. ჩვენ გვექნება სპეციალური მიდგომა ამ ხეობის განვითარებისთვის. არსებობს ზოგადად კონცეფცია, როგორ შეიძლება მისი განვითარება. თუ ვინმემ რაღაც დრო იხელთა, ვიდრე ტრანზიციის და გარდამავალი პერიოდი იყო, არ ვიცი, ამას გავივლით, თუმცა ვერეს ხეობაში ვერანაირი სასტუმრო ვერ აშენდება”- აღნიშნა მერმა.

ვაჩეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიის ზონალური საბჭოს ხუთმა წევრმა მდინარე ვერეს ხეობაში 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

იტვირთბა....