ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტმა სლოვენიის ვიცეპრემიერს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი მიიღო. პრეზიდენტმა სტუმარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

“საქართველოსა და სლოვენიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვიზიტების გააქტიურება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საკითხები დღეს ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გადაადგილების თავისუფლებების შეზღუდვაზე.

გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....