ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბიბილაშვილი: “თეა წულუკიანი ყველაზე სამარცხვინო და წარუმატებელი იუსტიციის მინისტრია საქართველოში”

“ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, სულ მეექვსედ  დადგინდა ევროსასამართლოს მიერ მე-18 მუხლის დარღვევა, ხოლო ევროსასამართლოს დიდი პალატის შემთხვევაში პირველი პრეცედენტია, როცა მან დაადგინა ამ მუხლის დარღვევა”- ამის შესახებ “მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მეთვრამეტე მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელებას, არამედ სხვა მიზნებს. როგორც ბიბილაშვილი ამბობს,  ზუსტად ეს ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.

“სიტყვა პოლიტპატიმარს ევროსასამართლო არ დაწერს, მაგრამ სამართლებრივად ზუსტად ამას ნიშნავს ეს”- აღნიშნა “მეტრონომთან” ბიბილაშვილმა.

მან შეაფასა იუსიტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადებაც:

“წულუკიანისთვის ეს არის მორიგი მარცხი, ყველაზე სამარცხვინო და წარუმატებელი იუსტიციის მინისტრი საქართველოში და უტიფრობის პიკია, როცა ამ მორიგ მარცხს გამარჯვებად ასაღებს ჩვენს მოსახლეობას.

მსგავსი პრეცედენტი ყოფილა 6 სხვა შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში, მათ შორის როგორიცაა იანუკოვიჩის უკრაინა და პუტინის რუსეთი, იძულებული გახდა ესა თუ ის მთავრობა, რომ ეს პატიმარი გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან

საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი რას გააკეთებს, ბუნებრივია მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ძალიან მარტივია საზოგადოებისთვის იმის შეფასება, თუ რას ნიშნავს, რომ ევროპის სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა და საქართველოს ხელისუფლებამ ყური არ შეიბერტყა ამასთან დაკავშირებით. ეს არის ასლანიზაციის და სრულიად არადემოკრატიული გზა, რომელსაც ირჩევს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ხელმძღვანელობს არა ხალხის ინტერესებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ ძალიან კონკრეტული საკუთარი, მერკანტილური ინტერესებით- აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა “მეტრონომმა”.

“მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე  გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის დაცვის მხარე 15 000 ევროს ითხოვდა.

იტვირთბა....