ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახიძე: ის, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის პატიმრობას სხვა მიზნით იყენებდა, ქვეყნის მართლმსაჯულების იმიჯზე დარტყმაა

„მე ვუსმენდი იუსტიციის მინისტრს და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომელიც გამოვიდა 2016 წლის ივნისში და ახლა მიიღო ერთი-ერთში იგივე“- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წულუკიანმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, არაფერი დაუკმაყოფილეს და მიუხედავად ამისა, მაინც აბსურდულ განცხადებას აკეთებს.

„წინა გადაწყვეტილებამაც, რომელიც წულუკიანმა გაასაჩივრა, დაადგინა, რომ თავიდან წინასწარი პატიმრობის შეფარდება, გონივრული ეჭვიდან გამომდინარე, არ ეწინააღმდეგებოდა ევროკონვენციას, მაგრამ შემდეგ გაყვანის(საკნიდან) ეპიზოდმა დაადასტურა, რომ პატიმრობის გამოყენებას სხვა შეფარული დღის წესრიგი ჰქონდა და სხვა მიზნები ამოძრავებდა ხელისუფლებას. აქაც ზუსტად იგივე დაადგინა სასამართლომ

ქალბატონმა წულუკიანმა ბრიფინგზე იცრუა, როცა თქვა, რომ თითქოს მაისიდან თებერვლამდე მერაბიშვილის პატიმრობა იყო კანონიერი. სინამდვილეში 25 სექტემბერს, როცა მერაბიშვილს 5 თვით გაუგრძელეს პატიმრობა, ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ იყო დასაბუთებული, უბრალოდ ჩაქუჩი დაარტყა მოსამართლემ“- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით,  ის ამ საქმეში გამარჯვებულია, მაგრამ ყველაზე უცნაური ხელისუფლების რეაქციაა, რადგან ივნისის გადაწყვეტლებისა და ამ გადაწყვეტილებას შორის არანაირი სხვაობა არ არის.

„ჩვენ გვაქვს სააქმე 18-ე მუხლის დარღვევაზე, როცა ხელისუფლებას სხვა მიზნები აქვს, არასამართლებრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ დადგინა ფაქტი, რომ მერაბიშვილი მთავარმა პროკურორმა ციხიდან გაიყვანა ზეწოლის განხორციელების მიზნით, ამ საქმის გამოძიება შემდეგ ჩაფარცხა სასჯელაღსრულების მინისტრმა, და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ.

ამაზე თუ ვინმე იტყვის რომ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არაფერშუაშია და მთავრობის წევრები თავისი ინიციატივით ფარცხავენ საგამოძიება საქმეებს, მათ სინდისზე იყოს ამგვარი განცხადება“- აღნიშნა კახიძემ.

მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის პატიმრობას სხვა მიზნით იყენებდა და ამ ფაქტზე გამოძიება არ ჩაატარა, ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების იმიჯზე დარტყმაა.

„ახლა კი ამ ყველაფერს აგრძელებს იმით, რომ თურმე არ არის მერაბიშვილის გაშვება საჭირო“- აღნიშნა კახიძემ.

“მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

სტარსბურგმა დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს, – ამის შესახებ იუსტიტიის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:

“სტარსბურგის 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში აღნიშნავს, რომ მისი განხილვაის მიზანს არ წარმოადგენადა ვანო მერაბიშვილის პატიმრობის განხილვა.
დიდმა პალატამ დადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი, წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი.

მე-18 მუხლთან დაკავშირებით კი, 17 მოსამართლის ხმები გაიყო და 6 ხმით 8-ის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მუხლი, რაც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება.

სტარსბურგმა დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს. შესაბამისად, სტრასბუგმა ცალსახად უარყო, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....