ახალი ამბები მთავარი სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის მოსახდენად იყო გამოყენებული

“მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

იტვირთბა....