გარკვეული ეჭვები არსებობს იმისა რომ საქართველოში რუთენიუმ 106 – ის ტალღამ გადაიარა. რუსული ხელისუფლება უარყოფს ზოგადად გაჟონვის ამბებს, თუმცა რეალურად გაჟონვა მოხდა და ფიქსირდება,-ამის შესახებ ,,ამბრელა”-ს დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მომატებულია თუ არა რადიაციის დონე საქართველოში? შეკითხვაზე გარემოს დაცვის სამინისტრო წერილობით პასუხობს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან მათთვის ცნობილია ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში რადიონუკლოიდ რუთენიუმ 106 – ის მომატებაზე, თუმცა ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, ჰაერში არსებული რაოდენობა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას რისიც პირადად მე არ მჯერა.
რუთენიუმ 106 – ის რადიაცია იწვევს სისხლძარღვთა დაავადებებს და ასევე კიბოს.
არსებობს შესაბამისი მედიკამენტიც რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს დაავადებების გავრცელების რისკი თუ დროულად მიიღებს დაზარალებული. რამდენიმე ფორუმზე წერენ რომ რუსეთის კონკრეტულ ქალაქებში დაბინძურებულია წყალი.
ასევე არის მოსაზრება რომ პანიკა დაგვიანებულია და უკვე რამდენიმე თვეა რაც გაჟონვა მოხდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსეთში 2 000 000 ადამიანმა სასიკვდილო დოზა მიიღო ამ ნივთიერების და ისინი სრულ იზოლაციაში ჰყავთ.”-წერს ფეიქრიშვილი.